პოლიტიკა

„ნიკა მელია მანიპულირებას უნდა მოეშვას“ - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე
1659799264
დაკოპირებულია

„ნიკა მელია მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ, ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მელიამ აღნიშნა, რომ „სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ - წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“.

მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მსოფლმხედველობაში აქვს პრობლემა.

„ნონსენსი. აქ მთავარი არის ის, რომ ადამიანს არ შეუძლია, ორი ვარიანტის გარდა მეტი ვარიანტები დაინახოს და თქვას, რომ ან რადიკალური უნდა იყოს, ან საერთოდ თავჩაქინდრული მონის როლი უნდა ჰქონდეს. იმ ადამიანს თვითონ აქვს მსოფლმხედველობაში პრობლემა როგორც ჩანს, რადგან არსებობს, რა თქმა უნდა, ნორმალური გზაც და არცერთი ავადმყოფური გზა არ შეიძლება, მისაღები იყოს.

რასაკვირველია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ნორმალური პოზიცია ჰქონდეს, ნორმალური, გაწონასწორებული, ადამიანური, ისეთი რომელიც ღირსებას არ დააკარგვინებს, არცერთი ის გზა და არჩევანი, რაზედაც საუბრობს ბატონი მელია, მისაღები არ არის. ამიტომ, ასე მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, არ შეიძლება ასე“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „კრემლის მთავარი მიზანი საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაციაა“ - ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

  საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

✅ „ტურიზმს არავინ ებრძვის“ - სერგო ჩიხლაძე

✅ საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

 „მყისიერი საფრთხე გვიდგას იმისა, რომ გავხდეთ ჰიბრიდული ომის ყველაზე ცხელი წერტილი“ - დავით ძიძიშვილი