პოლიტიკა

ნიკა მელიამ ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს და ეს საკითხები თვითმმართველობის გადასაწყვეტი ჰგონია - მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე
1634578354
დაკოპირებულია

„ნიკა მელიამ ისიც არ იცის, სკოლები ვის ბალანსზეა, პენსიას ვინ უმატებს და ეს საკითხები თვითმმართველობის გადასაწყვეტი ჰგონია, ისეთ დაპირებებს ახმოვანებს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და მით უმეტეს, თვითმმართველობის გადასაწყვეტი, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამის ინიცირებას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მხრიდან ერთი ფრაზაც კი არ გახმოვანებულა თვითმმართველობის საკითხებზე.

„ჩვენ ვსაუბრობდით თვითმმართველობის საკითხებზე, ოპოზიცია ლაპარაკობდა რეფერენდუმზე, სიძულვილის ენით, ზიზღით, ფეიკებით. იმხელა ტყუილია, დაპირება პენსიის გაზრდაზე, სკოლებში კვებაზე, რომლის პროექტი მუშავდება კარგა ხანია და ესეც იციან ძალიან კარგად პარლამენტიდან, ეს მარტივად გადასაწყვეტი საკითხი არ არის და მით უმეტეს, თვითმმართველობის გადასაწყვეტი, თორემ კახა კალაძეს ვერავინ დაასწრებდა ამაზე საუბარს და ინიცირებას. საზოგადოებაზე იმდენად დაბალი წარმოდგენა აქვთ, რომ ჰგონიათ, ამას დააჯერებენ. ეს პრობლემა კვლავ იქნება, მაგრამ შეუძლებელია ამ ხალხთან ოპონირება იმის გარეშე, რომ დაანახო სიმართლე, შეახსენო წარსული და იყო ადეკვატური მათი ქცევების მიმართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბრიუსელი, ბელგია

ბელგიაში კოვიდშეზღუდვების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადა...

ბელგიაში, ბრიუსელში მოსახლეობის მიერ კოვიდშეზღუდვების გაპროტესტება პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
1638725637
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 დეკემბერს თბილისის სხვადასხვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
1638736318
„საკრებულოების ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია, როგორც მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო, ასევე საბიუჯეტო და მერიის შესრულებული მუშაობის მონიტორინგის მიმართულებები. საკრებულო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მუნიციპალიტეტის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ პარტიებს ვისაც ხალხმა ხმა მისცა ამ პროცესში მონაწილეობისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, აანონსებენ აქციებს და კონსტრუქციულ ვითარებაში ოპონირების ნაცვლად არჩევანს ქუჩაში დესტრუქციულ ქმედებებზე აკეთებენ“, - ამის შესახებ ზუგდიდს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია სოციალურ ქსელში წერს. 
1638734104
ბრიტანეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების ფონზე სამოგზაურო შეზღუდვებს ამკაცრებს, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638720475
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

„საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად, ზვიად ტომარაძის გამართული აქცია სრულია...

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე თბილისში კოვიდპასპორტების წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. 
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს“ - არასრულწლოვნის მკვლელობის...
სანზონაში, ლიახვის ქუჩის მიმდებარედ მომხდარი მკვლელობის  ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. 
„სააკაშვილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამას ბევრ ადამიანზე ვერ ვიტყვი...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. 
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის პოსპიტალში მიტროპოლიტი ნიკოლოზ...
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა.