მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას“ - პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

„ნუ შემოდებთ თაროზე საყოველთაო შეთანხმების იდეას“ - ამ სლოგანით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. 

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ქვეყანაში არსებული დაპირისპირების მოგვარებაში პრეზიდენტის ჩართვა და დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვაა. ისინი პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ.

„გამოსავალი არსებობს ერთადერთ რამეში, ეს არის გამოაცხადოთ პოლიტიკური მორატორიუმი. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, თუ ნებისმიერი ის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნითაა გისოსებს მიღმა, ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ მოხდება გამოცხადება იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად  დამყარდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა“, - აცხადებს აქციის მონაწილე.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას ახალგაზრდული მოძრაობის „ცვლილებების დროა“ წარმომადგენლები მართავენ. 

„უნდა დასრულდეს არსებული პოლარიზაცია საქართველოში. ეს შეუძლია ქალბატონ პრეზიდენტს. რამდენიმე თვის უკან წამოიწყო ძალიან კარგი პროექტი, საყოველთაო შერიგებასთან დაკავშირებთ. ჩვენ ვთხოვთ,  გააგრძელოს ეს პროექტი, რათა დასრულდეს ქვეყანაში ეს შერჩევითი სამართალი“, -  განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.