მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა ქვეყნისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ გაიყიდა!“ - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდზე მისი მორიგი განცხადება ვრცელდება. 

ექსპრეზიდენტი ბათუმის საკრებულოს დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. 

„ნუგზარ ფუტკარაძემ სიცოცხლე გაწირა პრინციპებისთვის და ქვეყნისთვის! „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ გაიყიდა!

ვინ მოკლა ნუგზარ ფუტკარაძე - ზუსტად იმ ხალხმა, ვინც დაამარცხა ვარდების რევოლუციამ. ის, ვინც ანადგურებდა მანამდე და ანადგურებს ახლა ეროვნულ დოვლათს და თითოეულ ოჯახს ძარცვავს.

ჩვენ ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო ამ ყველაფერს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს ენმ-ის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე საკუთარ სახლში 18 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე