მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნურავის ექნება იოტისოდენა იმედი, რომ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვას შევეგუებით“ - ნიკა მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას განცხადებით, პარტია და მისი მხარდამჭერები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.

როგორც მან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე აღნიშნა, მთელი ცივილიზებული სამყარო მესამე პრეზიდენტს სოლიდარობას უცხადებს.

„მანამ, სანამ უთავმოყვარეო ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ჰყავთ ციხეში გამოკეტილი, მშვიდად ვერ ვიქნებით. მანამ, სანამ სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, ხალხო, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია, მთელი ნორმალური, ცივილიზებული სამყარო მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება ფაქტს, რომ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში იქნება გამოკეტილი და არ ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, პარტიის გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებაა.

„გეგმა მეორე ვერ და არ იქნება, გეგმა არის გამარჯვება და არაფერი სხვა“ , - განაცხადა ნიკა მელიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ღმერთს უყვარს საქართველო, სიბოროტე ყოველთვის დამარცხდება“ - პაატა ბურჭულაძე

„საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან

„მიშასთან შედარებით ჩვენი პოლიტიკოსები პატარა ჭიანჭველები არიან“ - გია ბუღაძე