მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოპოზიცია მზად არის „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით

ოპოზიციის ლოგოები

ოპოზიციური პარტიები მზად არიან „ქართულ ოცნებასთან“ დებატებისთვის ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ამასთან დაკავშირებით ევროპული საქართველო, ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო და გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:

„მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალ ქვეყნებში დებატები წინასაარჩევნო პროცესის აუცილებელი ნაწილია, საპარლამენტო არჩევნებამდე ოცნების წარმომადგენლებს არცერთ პოლიტიკურ თუ საგნობრივ დისკუსიაში, მედიის მიერ ორგანიზებულ დებატებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ახლა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიის „რუსთავი 2-ის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ დებატების გამართვა მოინდომა. 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ხელისუფლების მხრიდან მანიპულირების მასშტაბზე და მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მეთოდზე დებატები და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება როგორი პოლიტიკურად გაკოტრებულია ივანიშვილის რეჟიმი, სასურველ აუცილებელ გზად მიგვაჩნია, მაგრამ იმ დროს როდესაც ივანიშვილი და მისი გარემოცვა ყველა დამოუკიდებელი და კრიტიკული ტელემედიის ბოიკოტირებას ახდენენ, არ მივიჩნევთ რომ ეს აუცილებლად ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიის ეთერში უნდა მოხდეს.

შესაძლებელია ამ დებატების მოწყობა შემდეგ კვირას, საქართველოში ყველა ნაციონალური მაუწყებლის მონაწილეობით, ისეთ ფორმატში, სადაც კითხვების დასმის შესაძლებლობა განსხვავებული შეხედულების ჟურნალისტებს ექნებათ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

📌 ცნობისთვის, 17 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ სატელევიზიო ეთერში ოპოზიციას დებატებში მონაწილეობა შესთავაზა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 კობახიძემ ოპოზიციას დებატებში მონაწილეობა შესთავაზა

👉 თეა წულუკიანისა და გიორგი ვაშაძის დაპირისპირების ვიდეო