მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა“ - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ წევრი

„ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

პარტია მოქალაქეების ლიდერი ამბობს, რომ ოპოზიციას მეტი სერიოზულობა მმართებს. 

„რიგგარეშე სხდომის მოწვევას ხელი არ მოვაწერეთ, ოპოზიციას ვეუბნებოდით, რომ ეს სიცანცარე იყო. მათ ვუთხარით, როგორ უნდოდათ, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოეტანათ, თუ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული არ იყო, რადგან 113 ხმა უნდა.

ოპოზიციის ხმები რომ გაამრავლო, მაინც არ ეყოფოდა. რატომ აკეთებენ ამას? კი ბატონო, პოლიტიკაა და შოუს ელემენტებს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ შოუ ხომ არ უნდა იყოს? გუშინ, ხალხს რა ვაჩვენეთ, „ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოვხსენით? ოპოზიციის სიცანცარის გამო, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გამარჯვებული გამოვიდა, ცოტა მეტი სერიოზულობა გვმართებს“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის მოწვეული სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა“ - პაატა მანჯგალაძე

👉 „სესია დაპირისპირებისთვის ნამდვილად არ გვჭირდება“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉„ოცნება“ დამატებით პოლარიზებას ხელს უწყობს“ - მიხეილ დაუშვილი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი