მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორბელიანების სასახლესთან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება

აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

თბილისში, ორბელიანების სასახლესთან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება. 

აქციის მონაწილეებს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

აქციის ინიციატორი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია. 

„სინამდვილეში რეალური ბერკეტის მქონე ინსტიტუცია მდებარეობს აქ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ყველაზე რეალური ქმედითი ნაბიჯი გადადგას. დიახ, დღეს მასთან მოითხოვენ შეხვედრებს ადამიანები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები არიამ მიშას პოლიტიკური ოპონენტები, მაგრამ მის თავისუფლებას ითხოვენ. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხშირად ჰგონიათ, რომ #თავისუფლება მიშას, არის მხოლოდ მისი მხარდამჭერების მოთხოვნა, ეს ასე არ არის. სწორედ ამიტომ მრავალფეროვანი იქნება ის ჯგუფი, რომელიც მოითხოვს მიშას თავისუფლებას. 

ჩვენ ალბათ ზურაბიშვილს შეხვედრისთვის მივცემთ დროს 15:00 საათამდე, თუ არადა სამომავლო სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - აცხადებს ჟორჟოლიანი. 

ამასთან, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქცია არ არის პარტიული და არ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „სალომე ზურაბიშვილმა არაფერი არ უნდა გააკეთოს, ისე მოიქცევა, როგორც საჭიროდ ჩათვლის“ - ხიდაშელი სააკაშვილის შეწყალებაზე

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი