მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნება“ ამბობს: მოდით, აგერ დავსხდეთ და ვიმუშაოთ, შენ ეუბნები: არ შემოვალ მაგ კომისიებში, მაგრამ ჩამინიშნე სესია, მოკლედ, აბდაუბდა ამბავია“ - ალეკო ელისაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ევრორეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფში და მმართველ გუნდს სალაპარაკო არ უნდა მისცეს, რომ მუშაობის პროცესში მონაწილეობას არ იღებენ.

„ევროკავშირმა გვითხრა: დასხედით და 12 პუნქტზე იმუშავეთო. ჯერ ექვსი თვე მოგვცა, ნახა, რომ ძალიან იმღვრეოდა წყალი, არ უჩანს დეპოლარიზაციას პირიო და ამიტომ გადაგვივადეს, რომ რაღაც არ მოხდეს უმართავი, სანამ უკრაინაში ომია.

ევროკავშირმა გვითხრა, რომ დასხედით და ერთად შეიმუშავეთ რაღაცები. „ქართული ოცნება“ ამბობს, რა თქმა უნდა, ევროპელების გასაგონად და რა თქმა უნდა, თვალთმაქცურად: მოდით, აგერ დავსხდეთ და ვიმუშაოთ. შენ ეუბნები, არ შემოვალ მაგ კომისიებში, რომ ვიმუშაოთ, მაგრამ ჩამინიშნე სესია. მოკლედ არის აბდაუბდა ამბავი. სალაპარაკო მაინც არ უნდა მისცე „ქართულ ოცნებას“, რომ არ მოვდივარ. დალაპარაკებას რა უნდა? კიდევ ის სამარცხვინო ამბავი უნდა დაგვემართოს, რომ ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან უნდა ჩამოვიდეს ხალხი, რომ ერთმანეთთან დავსხდეთ და ვილაპარაკოთ? პარლამენტში ხომ ხარ? კომიტეტებში ხომ მუშაობ? კომისიებშიც რომ იმუშაო, რა ხდება? „ქართული ოცნება“ იქიდან რაღაც საკითხებს შეასრულებს პირნათლად, მაგრამ იქ არის პრინციპული ორი საკითხი... „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ მე მზად ვარ, მე ვმუშაობ და ესენი არ მემუშავებიან, არ მოდიან, არ მელაპარაკებიან.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მიმართა, ყველას მოგვმართა და გვითხრა, რომ არ მოგწონთ სასამართლო? კი ბატონო, ჯერ მითხარით რატომ არ მოგწონთ, დამიწერეთ რა ხარვეზებია და როგორი უნდა იყოს სასამართლო, რომ დამოუკიდებელი იყოს რეალურად. ერთადერთი პარტია, რომელმაც დიდი დოკუმენტი მოვუმზადეთ, იყო პარტია „მოქალაქეები“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც“ - სოსო გოგაშვილის შვილი