მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნება“ დამატებით პოლარიზებას ხელს უწყობს“ - მიხეილ დაუშვილი

პარტია „ქართულმა ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულის მონაწილე

პარლამენტის და პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის გაღრმავებას ხელს უწყობს. 

მისი თქმით, „ოცნება“ კონსტიტუციას პატივს არ სცემს. 

„დავინახეთ კიდევ  ერთხელ, რომ „ოცნება“ არავითარ ინსტიტუციას პატივს არ სცემს. საერთოდ, კონსტიტუციასაც არ სცემს პატივს. „ქართული ოცნება“ ცდილობს ყველა პროცესი, გარდა მის მიერ ინიცირებულისა უბრალოდ - მოკლას და გააქროს. საბოლოო ჯამში მმართველი პარტია ხელს უწყობს დამატებით პოლარიზებას და დამატებით რადიკალიზებას“, - აცხადებს მიხეილ დაუშვილი. 

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის მოწვეული სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა“ - პაატა მანჯგალაძე

👉 „სესია დაპირისპირებისთვის ნამდვილად არ გვჭირდება“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“ - ლევან იოსელიანი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი