პოლიტიკა

„ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან“ - ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი
1657085943
დაკოპირებულია

„ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, „ოცნებამ“ მხარდამჭერების 50% უკვე დაკარგა. 

„უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში იმისათვის, რომ ეჩვენებინა ხელისუფლებისთვის, რომ არ დათმობს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რომ ამ მოძრაობის სათავეში იყვნენ სამოქალაქო სექტორი და ახალგაზრდები. ჩვენც პოლიტიკოსები მათ, როგორც მოქალაქეები ისე შევუერთდით.

პოლიტიკოსების ამოცანაა, ასეთი კონსოლიდაცია როდესაც არსებობს საზოგადოებაში, ჩვენ ხელი შევუწყოთ. „ოცნებამ“ ამ დღეების განმავლობაში პირდაპირ ამხილა საკუთარი თავი, მას არ უნდა თანხმობა საკუთარ საზოგადოებასთან. 

ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ასეთი მმართველობის პირობებში საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირში არ აქვს. „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების 50%-მა ზურგი შეაქცია. ამ ხალხს ქვეყნის ევროპული პერსპექტივა სურს“, - აცხადებს პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „როგორც კი ბიძინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, ცვლილებები დაიწყება“ - გია ხუხაშვილი

✔️ თავად არ იციან რა არის ევროპა და სხვა რა უნდა აუხსნან! მარტო უნდათ რომ ღარიბაშვილი გადადგეს, მეტი არაფერი - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ „ბრძოლას სჭირდებიან პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ცვლილებები არ ხდება“ - თინა ხიდაშელი

✔️ „კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის მიჩუმათება სჭირდებოდათ“ - მამუკა ხაზარაძე