მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში

„ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ ამერიკის ელჩის გაწვევის სპეცოპერაცია წამოიწყო“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 

გია ხუხაშვილი ელჩების კრიტიკას თავხედურ ქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის დიპლომატიური სკანდალი. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის ქმედებები აფექტურია. 

„წარმოუდგენელი თავხედობაა, უზრდელობაში არიან გადასული. წარმოუდგენელი რაღაც ხდება, კრიტიკაც გამიგია, ყველაფერი, მაგრამ ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ წამოიწყო სპეცოპერაცია ამერიკის ელჩის გაწვევის. ეს ჩანს, მასირებული შეტევა მიდის და ფაქტობრივად ყველა სახელისუფლებო შტო ამაში ჩართულია. მერე უკვირთ რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალსთქო რომ ეტყვი.

ვის იცავენ? „ავგიას თავლის“ მოსამართლეს იცავენ, კაცო? თუ არ ვიცით ჩვენ სასამართლოში რა ხდება? თურმე წესიერ მოსამართლეზე ზეწოლას ახორციელებდა ვიღაც. ადამიანი დაინტერესებული იყო საქმის გარემოებებით, დააძალა იმ ადამიანმა, ჯურღმულში ჩაიყვანეს თუ რა იყო? რის საფუძველზე მიიღე გადაწყვეტილებაო, ამას შეეძლო არ ეპასუხა, ეთქვა, რომ კანონით არ ვარ ვალდებული, რომ რაღაც გითხრათ, რას უზამდა?! წარმოუდგენლად უტიფრები გახდნენ.

სამხარაძე დღეს კიდევ ჰარცელზე რას აცხადებს? თურმე ჰარცელი ყოფილა „ქართული ოცნების“ ოფიციანტი და კარგად ვერ მოემსახურა ამათ ინტერესებს, ვერ „გააპრავა“ ამათი სასამართლო, მისი ვალდებულება ყოფილა მურუსიძის „გაპრავება“. მთელი ეს განუკითხაობა, ეს საქმე ვერ შეასრულა და ამიტომ იყო წყვდიადშიო, ამას ამბობენ, თქვე კაიდედმამიშვილებო, კარლ ჰარცელი თქვენზე კი არ მუშაობს, ევროკავშირზე მუშაობს.

ხელისუფლება აფექტურ მდგომარეობაშია. მათი მოქმედებები აფექტურია. მათ მხოლოდ ძალაუფლება უნდათ და ეს სჭირდებათ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა და უსაფრთხოება. წაგებით ჰგონიათ სამყარო დამთავრდება. მარტო კელი დეგნანს არ უტევენ - ყველას უტევენ. ეს პოლიტიკაა?! - ეს საგიჟეთია. 

ელჩი მოქმედებს ინსტრუქციებით, ის არცერთ ნაბიჯს არ გადადგამს, თუ შესაბამისი ინსტრუქცია არ აქვს ვაშინგტონიდან. 

კარლ ჰარცელი იყო ყველაზე კორექტული და ყველაზე ლოიალური სხვა ელჩებთან შედარებით „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. კარლ ჰარცელი იბრძვის საქართველოსათვის. ჰარცელისათვის საქართველო სხვა არის და „ქართული ოცნება“ სხვა არის და სამხარაძეს უნდა რომ საქართველო უდრის „ქართულ ოცნებას“ ასე ფიქრობდეს ყველა ელჩი“, - აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხები გია ხუხაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ბრალდებები, რომ ევროკავშირი ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“ - სალომე ზურაბიშვილი

👉 „საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე“ - დევიდ მაკალისტერი

👉 „ის, რომ საქართველო ევროპის კარზე აკაკუნებს, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“ - ალუდა ღუდუშაური

👉  „გვინდა დაგეხმაროთ, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები ბოლომდე იქნეს მიყვანილი“ - ვიოლა ფონ კრამონი

👉 „ეს მილსადენები არის ჩვენი ნავთობი, ჩვენი ოქრო და ჩვენი სიმდიდრე“ - რომან გოცირიძე