მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა“ - პაატა მანჯგალაძე

„რეფორმების ჯგუფის“ წევრი პაატა მანჯგალაძე

„ოცნებამ“ სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, ევროპის გზა ჩაკეტა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება 12 პუნქტის შესრულებას არ აპირებს.

„მმართველმა პარტიამ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩაკეტვით, ფაქტობრივად, სიმბოლურად ჩაკეტა ევროპაში ინტეგრაციის გზა. მათ გამოუცხადეს ბოიკოტი ევროპაში ინტეგრაციისთვის  საჭირო 12 პუნქტის შესრულებას. მე მივმართავ საზოგადოებას, „ქართულ ოცნებასთან“ საუბარს აზრი არ აქვს, რომ არ აპირებენ ამ 12 პუნქტის შესრულებას, ისინი აპირებენ დროის გაწელვას, იმიტიაციის შექმნას.

ამ იმიტაციაში ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ მიიღებს და არც ფასადს შევუქმნით ამ იმიტაციაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს ზაფხული გამოვიყენოთ 12 პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო პაკეტის შემუშავებისთვის,ძალიან დიდი ინტელექტუალური პოტენციალია საზოგადოებაში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში და ამ ხალხთან ერთად ჩვენ შევქმნით საკანონმდებლო პაკეტებს“, - აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის მოწვეული სხდომის ჩატარებაზე უარი თქვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „სესია დაპირისპირებისთვის ნამდვილად არ გვჭირდება“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არავინ გააკეთებს, ყველა შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“ - ლევან იოსელიანი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი

👉 „ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი