მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებსა და სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას დაეთმო.

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება, აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტები.

შალვა პაპუაშვილმა და ფატმა ჯერენ იაზგანმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და  ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოზე  ისაუბრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თურქულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის და ელჩს  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.