მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების“ რატიფიცირებას მხარი დაუჭირა

პარლამენტი

პარლამენტმა 83 ხმით მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტს „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი - ფაზა II)”.

შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განხორციელდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა და მისი ოპერირებისთვის საჭირო სათანადო აღჭურვილობის შეძენა.

პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ძველი ნაგავსაყრელების დახურვა ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში.