მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პატრლამენტის სასესიო დარბაზი

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მესამე მოსმენით იმსჯელა და კანონპროექტი 81 ხმით მიიღო.

კანონს ეცვლება სათაური და მისი სახელწოდება იქნება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.

უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი სამსახური: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონის პროექტით განისაზღვრება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი, მისი საქმიანობის პრინციპები და უფლებამოსილებები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არჩევისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესები, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

კანონით განისაზღვრა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დეპარტამენტების თანამშრომლების ახალ უწყებებში ავტომატურად დასაქმების საკითხი.