პოლიტიკა

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის ტერმინები ახალი რედაქციით ყალიბდება
1656003576
დაკოპირებულია

პარლამენტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიზანი მაღალმთიან რეგიონებში სწავლის პირობების გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის სოციალური პლატფორმის განვითარებაა.

საკითხი განსახილველად კანონმდებლებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარუდგინა.

სასესხო შეთანხმების მიხედვით, NEFCO აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად, სესხის სახით 3,9 მლნ ევროს გამოყოფს. სესხის ხანგრძლივობაა 10 წელია, საიდანაც 3 წელი შეღავათიანია, ხოლო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია EURIBOR-ზე. პროექტის დასრულების თარიღია 2025 წლის 4 მაისი.

რაც შეეხება საგრანტო შეთანხმებას, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი (E5P) გრანტის სახით გამოყოფს 2,6 მლნ ევროს, რომელიც პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.