მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე აირჩია.

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია: გენადი მაკარიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), ნინო სანდოძე ( 80 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თამარ ოქროპირიძე ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი), თეა ძიმისტარაშვილი ( 81 მომხრე, 5 წინააღმდეგი).

სესია ორმა ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

არჩეული მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდნენ.