მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, რუსეთის 15 აგენტია“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

„პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე, დაახლოებით, რუსეთის 15 აგენტია“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, რუსეთი თავს ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს.

„აღიარეს და დაადასტურეს, რომ სწორედ რუსული ტანკები ეიმედებათ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. მათ ისეთივე ლაჩარი, მხდალი ჰგონიათ ქართველი ერი, როგორიც თვითონ არიან. რუსეთი ესხმის სუსტებს და არა ძლიერებს თავს. საქართველოსთვის მშვიდობის გარანტია არის 3 რამ: ჰაიმარსები, პატრიოტები და აბრამსის ტანკები.

ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობის პირებზე, დაახლოებით არის მათ შორის რუსეთის 15 აგენტი რეზიდენტი, მათ შორის არის ის ოთხეული, რომელიც ასე გავეშებული გამოდის, ესენი პირდაპირ რუსეთთან მიბმული აგენტები არიან. მაგრამ რაც ყველაზე საგანგაშოა, მათ სათავეში დგას რუსეთის აგენტი, ირაკლი კობახიძე“, - აცხადებს სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დავანიშნინებთ რიგგარეშე არჩევნებს, პარალიზებას გავუკეთებთ, რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურას“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ „რუსეთს სჭირდება დაასრულოს ბიჭვინთის აგარაკის საკითხი, ბელორუსის ლიდერი გაუშვა, რათა შეეხსენებინა - ჯერ აგარაკი, შემდეგ აღიარება“ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ „ნაცმოძრაობის“ მთავარი პრობლემა არის ის, რომ არასოდეს აღიარებენ შეცდომებს“ - იაგო ხვიჩია

✔️ „ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს“ - ევროპარლამენტარი

✔️ „არ ვარ საქმის კურსში, ვინ ვის აფინანსებს, კეზერაშვილმა საუკეთესო კრიტიკული ტელევიზია შექმნა“ - რომან გოცირიძე