პოლიტიკა

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტის შენობა
1584422389
დაკოპირებულია

დღეს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ.

მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება, რომელიც 09:30 საათზეა ჩანიშნული.

საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს 11 მარტს წარედგინა.