პოლიტიკა

პარლამენტში ხვალ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანო
1584386756
დაკოპირებულია

პარლამენტში ხვალ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო ქადაგიძეს მოუსმენენ.

მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართება, რომელიც 09:30 საათზეა ჩანიშნული.

საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ, ნინო ქადაგიძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურა პარლამენტს 11 მარტს წარედგინა.