პოლიტიკა

პარლამენტში ვახტანგ გომელაურის გამოსვლისას ოპოზიციამ და მედიამ საპროტესტო პლაკატები გაშალეს (ვიდეო)

ვითარება პარლამენტში
1626601689
დაკოპირებულია

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მოსმენა დაიწყო. მინისტრის სიტყვის დაწყებიდან რამდენიმე წამში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტრიბუნასთან მივიდნენ და მინისტრის წინ საპროტესტო პლაკატები გაშალეს.

პროტესტს შეუერთდნენ ჟურნალისტებიც, რომლებმაც საპროტესტო ბანერი გაშალეს.

მომხდარის გამო რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებს 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგადაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლები, რომლებიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

„იმედი მქონდა, „სამართლიანობის ელფერისთვის“ ნაწილობრივ მაინც დატოვებდნ...

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1642430745
რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მან ქვეყნის მოსახლეობას მიმართა. ინფორმაციას charter97.org ავრცელებს. 
1642429889
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ არ ღირს, ადამიანებს „ომიკრონი“ დაემართოს.
1642399309
„კარგად დავფიქრდეთ ვის და რატომ აწყობს არეულობა საქართველოში, ხოლო სად აურევენ ჯერ და სად გააგრძელებენ მერე, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს მათთვის“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ზურაბ ქადაგიძის ვრცელ პოსტს სასამართლოში მიმდინარე პროცესების შესახებ. 
1642435379
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი - Pia.ge

სანატორიუმ „ქართლში“ გარდაცვლილი ადამიანი ძალიან გაღიზიანებული იყო ადგ...

„ყურადღებით ვუსმინე ტელეკომპანია იმედზე ამბის გაშუქებას, რომელიც ეხებოდა დევნილთა საცხოვრებელში გარდაცვლილ ადამიანს და ამ უდიდეს ტრაგედიას. აღნიშნული თემის გაშუქების დროს სატელეფონო კომენტარს აკეთებს პარტია „დროას“ წარმომადგენელი, რომელიც ადასტურებს, რომ გარდაცვალებამდე მან პირადად ნახა ზურაბ ჭიჭოშვილი, რომელიც იყო გაღიზიანებული და ჰქონდა განსაკუთრებული ემოციური ფონი.“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის ტრაგიკულად გარდაცვალებას.
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, მიმდინარე წელს ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მე...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
ნატოელი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ საქართველოს მიმართ მ...
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ნატო-ს წვერი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან ალიანსში, სადაც საქართველო პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის და როგორც ალიანსის ასევე წვერი სახელმწიფოების მხრიდან ამ გზაზე შემდგომი პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.