მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფეისბუქში რომ არიან აქტიურები და ვითომ ძალიან ვაჟკაცური პოსტებით რომ გამოირჩევიან, წავიდნენ და იომონ, „სელფებს“ რომ იღებდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ, თუ ასე ძალიან უნდათ უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება - პრემიერი

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი

„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ამ პოპულისტ ფარისევლებს, რომელი პოლიტიკოსი გინახავთ ან უნახავს ვინმეს ომში გარდაცვლილი? ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ რომ არიან აქტიურები და გარკვეული ვითომ ძალიან დიდი ვაჟკაცური, გაბედული პოსტებით რომ გამოირჩევიან წავიდნენ და იომონ არა კიევში, „სელფებს“ რომ იღებდნენ, წინა პლანზე წავიდნენ, ფრონტის წინა ხაზზე წავიდნენ და იომონ, თუ ასე ძალიან უნდათ მაინცდამაინც უკრაინაში ომში მონაწილეობის მიღება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს, თუ როგორ ცდილობენ ტრაგედიაზე გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას.

„ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მინდა, ხალხმა ძალიან კარგად იცის, ხალხი ბრძენია და ყველა კარგად ხედავს, მაგრამ ვინაიდან ყველა ასეთ მცდელობაზე, ასეთ ტრაგედიაზე ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას, ამიტომ ყოველთვის შევახსენებ, რომ ეს არის ამორალური ფარისევლობა. და მათ არაფერი ესაქმებათ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან, ან მის დაცვასთან საერთოდ. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი განცხადებებით გამოდიოდნენ ომის პარტიის წარმომადგენლები, მათი სახალხო დამცველი ქალბატონი ლომჯარია, რომ გვირჩევნია ბომბები ცვიოდესო, საქართველოში, თბილისში, გამოდიოდნენ და ასეთი განცხადებებით დაგვამახსოვრეს თავი. რა უნდა გაგვიკვირდეს ამ ადამიანებისგან საერთოდ? თქვენ ახლა ვინმეს გგონიათ რომ ამ ადამიანებს უხარიათ დღეს ჩვენთან მშვიდობა რომ არის და ეს სტაბილურობა და ეს კეთილდღეობა? გასაგებია, ჩვენ ყველას ძალიან არ მოგვწონს და ვართ უკიდურესად შეშფოთებულები რაც ხდება უკრაინაში მაგის გამო, მაგრამ შეხედეთ, ნატოს წევრი ქვეყნები, სახელმწიფოები, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები როგორ იქცევიან. ჩვენ ვართ ოკუპირებული სახელმწიფო, ტერიტორიების დიდი ნაწილი არის ოკუპირებული, ამიტომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას და ქმედებას სჭირდება ძალიან დიდი გააზრება და ჩვენ ეს კარგად გვაქვს გააზრებული, ამიტომ ჩვენს მაგივრად ისინი ნუ გაირჯებიან. მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ყოველ დღე დილით და საღამოს ჩვენს ხალხს, საზოგადოებას, იმისთვის, რაც დამართეს ჩვენს ქვეყანას, ახლა ჩვენ გვაცადონ და გვადროვონ ქვეყნის მართვა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს - ირაკლი ღარიბაშვილი

⭕ ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას - ირაკლი ღარიბაშვილი

⭕ რატომ სურს რუსეთს ასე დაჟინებით ბახმუტის აღება? – BBC

⭕ „ტერორისტული აქტები საქართველოს მიერ არის დაგეგმილი“ - ოკუპირებული აფხაზეთის „უსაფრთხოების სამსახური“ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს

⭕ უპილოტო საფრენი აპარატი სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე აფეთქდა (ვიდეო)