მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველივე დღიდანვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო - ხატია დეკანოიძე

პოლიტიკოსი

„ვფიქრობ, პირველივე დღიდანვე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრას“ ეთერში განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მესამე პრეზიდენტის თავისუფლების ერთადერთი შანსი, 2024 წლის არჩევნების მოგებაა ოპოზიციის მიერ. 

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით, გააქტიურდა. „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, რომ ხმების მობილიზაცია სააკაშვილის ფაქტორით შეძლონ. სააკაშვილს გამოჯანმრთელებას და პოლიტიკურ ბრძოლას ვუსურვებდი. ალბათ, თავიდანვე ასე უნდა ექნა. მისი თავისუფლების ერთადერთი შანსი ახლა არის ის, რომ 2024 წელს არჩევნები ოპოზიციამ მოიგოს.

ვფიქრობ, პირველივე დღიდანვე მის [მიხეილ სააკაშვილის] ჯანმრთელობაზე საუბარი შეცდომა იყო. ამან საქართველოს მოქალაქეებს გადაჭარბების შთაბეჭდილება შეუქმნა. 2024-ის საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებას დაასრულებს, ამის სურვილი მაქვს“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.