მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Politico: სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით - ხალხისთვის სტიმულის მისაცემად, დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ის არის, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - Pia.ge

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით - ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ჩვენ, ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ის არის, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში, ამომრჩევლები“, - ამის შესახებ ნათქვამია ევროპული გამოცემა Politico-ს სტატიაში, რომლის სათაურია - „საქართველოს გზა ევროპისკენ: კონსენსუსის შენება უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

სტატიაში საუბარია საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

პუბლიკაციის ავტორი ვლად ოლტეანუ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ზოგადი პრინციპის თანახმად, არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში, ამომრჩევლები.

„რა თქმა უნდა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან დაბრუნება ზუსტად არჩევნების დროს გადაწყვიტა, მისივე სიტყვებით - ხალხისთვის სტიმულის მისაცემად: „ხვალ ჩვენ, ბევრი ადამიანი უნდა გამოვიდეთ ქუჩებში და მოვიგოთ ეს არჩევნები“. დემოკრატიის ზოგადი პრინციპი კი ის არის, რომ არჩევნებს იგებენ არა ქუჩაში, არამედ საარჩევნო პროცესის ფარგლებში, ამომრჩევლები. ეს იყო პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი დააკავეს იმავე დღეს და მას საბოლოოდ მისჯილი აქვს 6 წელი კორუფციისა და გაფლანგვისთვის. ის საკუთარ თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს;

BBC აღნიშნავს, რომ ის საქართველოს დატოვების შემდეგ უმეტესწილად უკრაინაში ცხოვრობდა. 2015 წელს, როცა უკრაინაში, ოდესის რეგიონის გუბერნატორი გახდა, მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. სამი წლის შემდეგ, ქართულმა სასამართლომ მას მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის. წარსულში დაბრუნებამ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაამწვავა საზოგადოებაში“, - ნათქვამია სტატიაში.