მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეო პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრას „ტვიტერში“ გამოეხმაურა

მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

„კარგია პრეზიდენტის ნახვა თბილისში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი რუსეთის ოკუპაციის პირობებში ურყევია“, - წერს მაიკ პომპეო სოციალურ ქსელში.

მაიკ პომპეო, აგრეთვე, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრთან და დავით ზალკალიანთან შეხვედრას.

„შესანიშნავია პრემიერ-მინისტრთან და დავით ზალკალიანთან შეხვედრა. ვიმსჯელეთ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის ოკუპაციის პირობებში“, - აღნიშნავს სახელმწიფო მდივანი.

პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი.

მაიკ პომპეომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, კათოლიკოს-პატრიარქთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პომპეოს ვიზიტის პარალელურად ორ ლოკაციაზე რუსთაველის გამზირსა და მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციურმა სპექტრმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო, მდუმარე აქცია გამართეს.

tviti_o_h.jpegpompeos-tviti_o_h.jpeg

📌 სახელმწიფო მდივანი საქართველოში გუშინ, 17 ნოემბერს ჩამოვიდა.

📌 მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი ამერიკაში, დავით ბაქრაძე და ამერიკის ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

📌 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველო უკვე დატოვა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

👉 ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა - გახარია პომპეოს ვიზიტს „ტვიტერში“ ეხმაურება