პოლიტიკა

„პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“- კახა კალაძე

კახა კალაძე
1624962025
დაკოპირებულია

„პრაიდის კვირეულის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ არსებობენ კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული ჯგუფები, რომელთაც შეიძლება ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერ მოიყვანენ ვერცერთ მაგალითს, როცა ეს უფლება შეიზღუდა.

„გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია და თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, ვერც ერთ შემთხვევას, როდესაც ადამიანის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა არის თანასწორუფლებიანი და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი.

კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ.

იხილეთ აგრეთვე:

კახა კალაძე: კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობა და მხარდაჭერა გაზრდილია

კახა კალაძე: თუ არ არსებობს სწორი მართვა და მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელება შეუძლებელია