მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი ყარაბაღის კონფლიქტზე: ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეტენდენტი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Pia.ge 2021

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას და ვითარებას, როგორიც არის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი და მისი შემდგომი დარეგულირების საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან ევროკომისარს გააცნო მისი ბოლო მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში.

„ევროკომისარს მე გავაცანი ჩემი ბოლო მონაწილეობა ამ პროცესში, ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ჩართულობით, 15 სამხედრო იქნა გათავისუფლებული, ასევე სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს რუკები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრეტენდენტი იყო, რომელიც ჩვენ ერთად შევქმენით, რომ საქართველომ იტვირთა მედიატორის როლი, კონფლიქტის დარეგულირების საქმეში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.