მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: მზად ვართ უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, 2020 წ.

„ჩვენი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს მოსახლეობის 60%. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაქცინაციის გეგმას, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში აიცრებიან მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანები. ესენი არიან სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები, შემდეგ 75 წელს ზემოთ მოხუცები და ასევე 60-75 წლის ასაკის პირები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს. პრემიერის განმარტებით, ქვეყანა „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით ვაქცინის 1,5 მლნ დოზას მიიღებს.

„საქართველო მიიღებს მხოლოდ იმ ვაქცინას, რომელიც ავტორიზებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. როგორც ტექნიკურად, ისე სამედიცინო პერსონალის გადამზადების კუთხით ვაქცინაციის გეგმა გვაქვს და ჩვენ მზად ვართ უახლოეს პერიოდში ვაქცინაცია დავიწყოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

👉 ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიმდინარე წლის თებერვალში მიიღებს.

👉 მისი თქმით, საქართველო Pfizer-ის ვაქცინის გარკვეულ ოდენობას მიიღებს სამედიცინო პერსონალისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვაქცინაციის გეგმასთან შენიშვნები არ გვაქვს“ - ომბუდსმენი

„ჩვენ ძირითადად AstraZeneca-ს ტიპის ვაქცინების მისაღებად ვემზადებით“ - პაატა იმნაძე

თენგიზ ცერცვაძე: ყველას ვურჩევ გაიკეთოს ვაქცინა