მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრემიერი: ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია, ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი

სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ასევე ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე

„ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გადმოცემული ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ ჩამოვიდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს, რისთვისაც სრული მზაობაა.

„ქალბატონო ელჩო, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით. მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ჯო ბაიდენს, ამერიკის მთავრობას და ამერიკელ ხალხს ამ დახმარებისთვის. ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ დღეს საქართველოშია. კიდევ ერთხელ მადლობა ამ დახმარებისთვის. ჩვენ ახლა აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაციის პროცესი.

ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მოსახლეობაში დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია, აქტიური კამპანია. აუცილებელი არის, რომ ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდეს და ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვაქვს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკის მთავრობას გადავუხადო მადლობა იმ დახმარებისთვის, რომელიც ამერიკამ გაუწია საქართველოს კოვიდ პანდემიის მართვის დროს და მის შემდეგ და ახლა უკვე კონკრეტული დახმარებისთვის - „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის.

ამას გარდა, ჩვენ ერთი მილიონი დოზა „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული უშუალოდ მომწოდებელთან, „ფაიზერის“ კომპანიისგან ვიყიდეთ ერთი მილიონი დოზა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა საქართველოში, ამის მოწოდებაც დაიწყო.

კიდევ ერთხელ, მინდა ჩვენს მოსახლეობას მივმართო თხოვნით, რომ ყველა ჩავერთოთ ამ კამპანიაში და ყველამ ავიცრათ, დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი მეგობრების, მშობლების, ახლობლების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობა. მადლობა ჯო ბაიდენს, მადლობა ამერიკას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციისათვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა საქართველოშია.

„ფაიზერით“ ვაქცინაცია 37 კლინიკაში იქნება შესაძლებელი.