პოლიტიკა

პრემიერი: საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათს არ ნიშნავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 2020
1584789232
დაკოპირებულია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათს და მძიმე საკარანტინო მოთხოვნებს არ ითვალისწინებს.

"გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. საქართველოში ამ ეტაპზე საკომენდანტო საათი არ დგინდება, არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

ჩვენ ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეების მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში ჩვენი ოჯახის წევრების, განსაკუთრებით ხანდაზმულების.

რა თქმა უნდა თუ ასეთი აუცილებლობა დადგა, ჩვენ შემდგომ გამკაცრების საშუალებაც გვაქვს - სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ცნობისვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველო 1 თვით საგანგებო მდგომარეობაზე გადადის.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 1 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 259 პაციენტი.