მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტ ზელენსკის და შესაბამის უწყებებს სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოში მუდმივი კომუნიკაცია აქვთ“ - ლიზა იასკო

„მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი უკრაინაში“

რადას დეპუტატის ლიზა იასკოს თქმით, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს. 

იასკო ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და შესაბამისი უწყებები სააკაშვილთან დაკავშირებით აუცილებელ ზარებს ახორციელებენ. 

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს შორის მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობს. პრეზიდენტი ზელენსკი და შესაბამისი უწყება ახორციელებენ აუცილებელ ზარებს, კომუნიკაცია აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ახსენებენ მათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ისინი გამოთქვამენ საკუთარ სურვილს, რომ მიხეილის გადაცემა მოხდეს უკრაინისთვის. 

რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია ის, რაც მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხეში მოუწყვეს. ჩვენ გვესმის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის როგორც ქართველი, ასევე, უკრაინელი პოლიტიკოსი და ქართველ ხალხთან ერთად ის სჭირდება უკრაინელ ხალხსაც“, - განაცხადა ლიზა იასკომ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა“ - გუბაზ სანიკიძე

 „ასეთ საქმეზე უკრაინაში ციხეში ვერავინ მოხვდება“ - ევგენი გრუშოვეცი მიხეილ სააკაშვილზე

 „სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ყველა პარამეტრი ბოლომდე ნორმალიზებული არ არის“ - ნევროლოგი