მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პრეზიდენტი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას 9 აპრილს წარუდგენს

ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებას, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, წარუდგენს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.