მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრეზიდენტი რომ ხარ, თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია“ - მეუფე სტეფანე სააკაშვილს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი

„შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი. რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები?“, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

„შეწყვიტე რა ეს ვითომ შიმშილობა, დაანებე თავი. რაში გჭირდება? ვის ეპოზიორები ან რას იმას შვრები, რა. თუ მართლა გინდა შერიგება, დაიწყე ეს შერიგება, შევხედავთ და მერე ვნახოთ რა იქნება, კაცო. ისინიც დგანან, სასულიერო პირები და საყოველთაო შერიგება და რაღაც, ვითომ ის არის რა, აიღებ, მოგინდა უცებ და შერიგდები რა, ვითომ ეს შენზეა დამოკიდებული მარტო. შერიგება დამოკიდებულია ვისთანაც რიგდები იმაზეც... ხან ისე იქნება, ხან ასე. ხან პრეზიდენტი იქნები, ხან ციხეში ხარ. ორივე სიტუაცია გააანალიზე. პრეზიდენტი რომ ხარ, თავში კი ნუ აგივარდება და ყველაფერი შენი კი ნუ გგონია. მერე ციხეშიც შეიძლება მოხვდე და იმ ციხეშიც, ყველაფერზე უარს კი ნუ იტყვი, რომ მე არაფერი დამიშავებია, პოლიტპატიმარი ვარ, აბა, ახლავე გამომიშვითო. რომ გამოგიშვან, მერე ღვთის წინაშე რა მძიმედ დაისჯები. ჯობია აღიარო, რომ არასწორად გააკეთე რამე და შეეგუე მდგომარეობას, მადლობა უთხარი ღმერთს. რაის შიმშილობა. მიიღე უწმინდესის კურთხევა. რა გინდა, რას ეპოტინები ამ ხელისუფლებას. არაფერი არ მინდა ცუდი, რომ მოუვიდეს“, - განაცხადა ქადაგებისას ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

ამასთან, პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება.

მიხეილ სააკაშვილთან ციხეში მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე იმყოფებოდა. ექიმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, რამდენიმე დღეში შესაძლოა, მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.

10 ოქტომბრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა, მოგვიანებით, პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ციხეში ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი დააკვირდება.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებას არ ითხოვს.

14 ოქტომბერს თბილისში სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. ექსპრეზიდენტმა მრავალრიცხოვანი აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს

🔴 მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში - ექიმი

🔴 დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

🔴 სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერცერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 თუ ზესახელმწიფოები მოითხოვენ, სააკაშვილს გაათავისუფლებენ - ესტონელი ექსპერტი

🔴 „მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა სურთ, სადაც უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ადვოკატი