პოლიტიკა

„პრეზიდენტი ცდილობს მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია“ - მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
1659792681
დაკოპირებულია

„პრეზიდენტი ცდილობს მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ზურაბიშვილმა გიორგი კალანდარიშვილი  ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სიაში არ წარადგინა.

მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებს.

„დესტრუქციული როლის თამაშის მცდელობაა, რომ ეს გაიგივდეს დეპოლარიზაციის მცდელობასთან და არ მგონია, რომ ეს წარმატებული მცდელობებია, იმიტომ რომ ლოგიკურად საფუძველშივე მცდარია ამ გზით სიარული, როცა უკეთეს კანდიდატს უარს ეუბნები მარტო იმიტომ, რომ ოპოზიციამ ამის გულისთვის შეიძლება არ შეგაქოს.

საერთოდ აინუნში არ ჩააგდო ხელისუფლების მოსაზრებები, ეს ბუნებრივია, არ არის სწორი. ჩემი დაკვირვებით, და ღმერთმა ქნას ეს მეშლებოდეს, პრეზიდენტი ცდილობს, მოიპოვოს ოპოზიციის სიმპათია და კეთილგანწყობა, ამ თვალსაზრისით დგამს ხოლმე ნაბიჯებს და ამ შემთხვევებშიც გადადგა, როგორც ჩანს, შესაძლოა, ამით აიხსნას ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ სხვა ახსნა და არგუმენტაცია ამას ვერ ექნება“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ,  პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა და პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარუდგინა - გიორგი კალანდარიშვილი წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა

👉 „ეს იყო აბსოლუტურად მოულოდნელი“ - კალანდარიშვილი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

👉 „ქართული ოცნება“ ხან ვის უპირისპირდება, ხან ვის, ახლა პრეზიდენტზეა გადასული“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

👉 „პრეზიდენტი მზად არის „ნაციონალურ მოძრაობას“, თვითონ ჩაუდგეს ირიბად თუ პირდაპირ სათავეში“ - ალუდა ღუდუშაური