მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“ - კობახიძე მელიას (ვიდეო)

დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და ნიკა მელიას შორის Pia.ge

„პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი“, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას.

„ხედავთ როგორც აწყობენ პროვოკაციებს ეს ნაძირალები და ბინძურები. პროვოკატორი, ხულიგანი, უინტელექტო და ბინძური კაცი. შე ნაძირალა“, - მიმართა კობახიძემ მელიას.

მელია - კობახიძის დაპირისპირება ევროკავშირის ოფისთან მოხდა. დაპირისპირების მიზეზი დმანისში მომხდარი ინციდენტი გახდა.

ინფორმაციისთვის, მმართველი გუნდის თავმჯდომარე ევროკავშირის ოფისში ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე მივიდა.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კობახიძემ შეხვედრა დატოვა, მელია კი ელჩთან შესახვედრად მივიდა.

ამავე თემაზე:

🔴 ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

🔴 „ყველანი არჩევნებზე, ყველანი რეფერენდუმზე 2 ოქტომბერს“ - ნიკა მელია