მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა ჯგუფიც არ უნდა შეიქმნას, იქ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში

„დღეს ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლებასთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკებისთვის ნდობა არ არსებობს.

ამასთან, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ დაპირისპირების გარეშე პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია და დასძენს, რომ მას ისტორიული პასუხისმგებლობა ეკისრება. 

„კობახიძესთან მაგიდაზე დაჯდომა არანაირი მექანიზმი არ არის. ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა შეთანხმებულია, რომ ძალაუფლებას ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. მხოლოდ მის ნებას შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი ნორმალური განვითარების რელსებზე გადაყვანა. რა ჯგუფიც არ უნდა შეიქმნას, ამ ჯგუფში უნდა იყოს პირადად ბიძინა ივანიშვილი, რადგან მხოლოდ მას შეუძლია გარანტიების გაცემა. თუ პირადად მას დაეკისრა პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში, არის შანსი, რომ ის შეთანხმება შესრულდეს, თორემ კობახიძე ახლა რასაც არ უნდა დაგვპირდეს, ბიძინა მაინც გადაგვაგდებს.

რატომ უნდა შევიდეთ იგივე მდგომარეობაში, რომელშიც ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოთხოვნა უნდა იყოს დღეს ბიძინა ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა, აზრი არ აქვს იმის თამაშს, რომ ის პოლიტიკაში არ არის, მას ისტორია პასუხისმგებლობას აკისრებს. ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ამას უნდა ითხოვდეს ოპოზიციაც, ტექნიკურ მთავრობაზე კი არ უნდა ითხოვდეს კობახიძესთან ერთად! ამ ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია დაპირისპირების გარეშე პრობლემის მოგვარება,  ეს არის ივანიშვილი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის. როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, ერთ-ერთი მთავარი საკითხი დეპოლარიზაციაა, რომლისთვისაც უნდა გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე. ამასთან, მან აღნიშნა, რომ პოლარიზაციის აღმოფხვრის მიზნით პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის მიჩუმათება სჭირდებოდათ“ - მამუკა ხაზარაძე

✔️ იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სალომე სამადაშვილი

✔️ „საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ“ - ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „დასაკარგი დრო არა არის“ - დეგნანი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების აღსრულებაზე