პოლიტიკა

„რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ“ - ვინც ამას ასე ალაგებს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია - მამუკა მდინარაძე

 „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
1659780907
დაკოპირებულია

„რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ“ - ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მდინარაძე წერს, რუსების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ავტორებმა 2008 წლის 7 აგვისტოს ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს:

„ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას! დასკვნების გამოტანა რთული არ არის!“ - წერს მამუკა მდინარაძე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

არახამია, იასკო, გონჩარენკო - ზელენსკიმ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი

უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

საქართველოში ტანკი აღარ დასჭირდებათ! შემოსულები არიან უკვე! - ნიკა მელია

Amnesty International-ის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა სკანდალური ანგარიშის შემდეგ თანამდებობა დატოვა