მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რამდენად მზად ვართ ზვიად გამსახურდიას მერე სააკაშვილი გვყავდეს, როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი?“ - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

„რამდენად მზად ვართ როგორც ქართველები, რომ ზვიად გამსახურდიას მერე ჩვენ გვყავდეს მიხეილ სააკაშვილი როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილმა სწორი არჩევანი გააკეთა და საქართველოში დაბრუნდა.

ამასთან, მისივე თქმით, მესამე პრეზიდენტმა ქართველი ხალხის წინაშე პასუხი უნდა აგოს, მაგრამ არა ამ სასამართლოსთან.

მარგველაშვილი ამბობს, რომ კომიკურია მოსამართლე ლევან მურუსიძემ მიხეილ სააკაშვილი გაასამართლოს.

„მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში უნდა ჩამოსულიყო საქართველოში და მან სწორი გააკეთა. მან ქართველი ხალხის წინაშე უნდა აგოს პასუხი, მაგრამ არა ამ სასამართლოს და არა ამ პროკურორების წინაშე.

რამდენად კომიკურია მურუსიძემ გაასამართლოს სააკაშვილი, რაზედაც ერთად აქვთ ბრალდება და თანამონაწილეები არიან. დღეს უფრო რთულია ვითარება. სააკაშვილი დღეს შიმშილობს. საქართველოში შიმშილობს პრეზიდენტი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის წამებით იკლავს თავს.

ქართული ისტორიის კონტექსტში ეს არის ხუთი პრეზიდენტიდან მეორე, რომელიც დგას ამ საშიშროების წინაშე, რომ ჩვენს ხელში წამებით მოკვდეს კიდევ ერთი პრეზიდენტი. რამდენად ვართ მზად ჩვენი ისტორია ასე დავწეროთ ? რამდენად მზად ვართ როგორც ქართველები, რომ ზვიად გამსახურდიას მერე ჩვენ გვყავდეს მიხეილ სააკაშვილი როგორც წამებით გარდაცვლილი პრეზიდენტი საქართველოში? შიმშილობის 25-ე დღე აღარ არის სახუმარო თემა. მგონია, რომ ეს პერსპექტივა ამ ქვეყნისთვის უბრალოდ კატასტროფაა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს