მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, რა გვაქვს შესარიგებელი“ - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ შერიგება ვერ შედგება, ამიტომ მთავარია მხარეებმა თანაარსებობა ისწავლონ.

მისი თქმით, ტერმინს „საყოველთაო შერიგება“ შინაარსი არ აქვს და სწორი მესიჯი არ არის, არამედ  დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის პოლიტიკაში ყოფნა უნდა აღიარონ. 

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, ან რა გვაქვს შესარიგებელი. განსხვავებული და აბსოლუტურად მიუღებელი ვართ ერთმანეთისთვის და ასეთად დავრჩებით. ეს ჩვენი უფლებაა, მაგრამ რისი უფლებაც არ გვაქვს არის ის, რომ მეორე მხარის არსებობა უარვყოთ. 

„ქართული ოცნების“ პრობლემა ისაა, რომ ის დანარჩენ საქართველოს უარყოფენ, უბრალოდ ამას პირდაპირ ვერ ამბობენ. ჩვენ თანაარსებობა უნდა ვისწავლოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ ვარსებობთ.

მე და კალაძე ვერასდროს შევთანხმდებით წარსულის შეფასებაში და მე და კობახიძე ვერ შევთანხმდებით აწმყოს შეფასებაზე. ისინი ყოველთვის იტყვიან სისხლიან 9 წელს და მე ყოველთვის ვიტყვი საზიზღარ 9 წელს.

თუ გვინდა სიტუაცია შევცვალოთ, ამისთვის საჭიროა ფართომასშტაბიანი ამნისტია“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.