მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რევაზ სოხაძე აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟზე: მუნიციპალიტეტი კანონის ფარგლებში მოქმედებს

“მუნიციპალიტეტი კანონის ფარგლებში მოქმედებს

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე აფრიკის დასახლებაში მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, უკანონო შენობების დემონტაჟს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მისი განცხადებით, მუნიციპალიტეტი კანონის ფარგლებში მოქმედებს და კანონი ყველასათვის ერთი უნდა იყოს.

მისივე თქმით, სახელმწიფო მიწის დატაცება ხდება, რაც მიუღებელია.

„ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანები სჩადიან დანაშაულს. ხდება სახელმწიფო მიწის უკანონოდ დატაცება, რაც მიუღებელია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში, რეაგირება ხდება მუდმივად.

სანამ დემონტაჟი განხორციელდება, უკანონო შენობების მეპატრონეებს აფრთხილებენ, გონივრულ ვადას აძლევენ, რომ თავად მოახდინონ დემონტაჟი, შემდეგი ეტაპია დაჯარიმება და ამის შემდეგ მუნიციპალიტეტი უკვე თავად აწარმოებს დემონტაჟს,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე განცხადებით, ამ შენობების 90% დაკეტილია, იქ არავინ ცხოვრობს და დაკავებულია თავის მიწასთან ერთად, იმ იმედით, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ტერიტორიებს სახელმწიფო დააკანონებს.

„ეს არასწორი მოლიდინია. არ შეიძლება საზოგადოების ერთი ნაწილი კანონიერი გზით ყიდულობდეს ქონებას, ხოლო მეორე ნაწილი უბრალოდ მიტაცების გზით ახერხებდეს ამას. ალბათ, არის რაღაც ჯგუფი, ვისაც ბიზნესად აქვს ქცეული ეს საქმიანობა. ეს სახლები ერთ ღამეში აშენებულია უმეტესად. აქ არის კიდევ ერთი საფრთხე.

მშენებლობები ყოველგვარი სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს, არავინ არის სახლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. ყოფილა შემთხვევები, რომ ქარსაც კი დაუზიანებია და დაუნგრევია ასე აშენებული სახლები,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საკრებულოს წევრის თქმით, კანონი უნდა აღსრულდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მერიამ აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო

👉 ხალხი ქუჩაში არ რჩება

👉 აფრიკის დასახლებაში სიტუაცია დაძაბულია