
„არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო ეს ადამიანი, მას შემდეგ, რაც იკადრა და რაებსაც კადრულობს, არ მგონია, რომელიმე მისი განცხადება სერიოზულ პასუხს იმსახურებდეს“, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე უკრაინის რადას დეპუტატის დავით არახამიას განცხადებებს.
როგორც სარჯველაძე აღნიშნავს, ის რის უფლებასაც არახამია თავს აძლევს, მხოლოდ შეურაცხმყოფელი პასუხის მიღებას იმსახურებს.
„არ ვიცი, როგორ მოვიხსენიო ეს ადამიანი, მას შემდეგ, რაც იკადრა და რაებსაც კადრულობს ეს პიროვნება, არ მგონია, რომელიმე მისი განცხადება სერიოზულ პასუხს იმსახურებდეს. ჩემი აზრით, ის რის უფლებასაც თავს აძლევს იმსახურებს მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხმყოფელი პასუხის მიღებას. ამით ვიწყებ და ამით ვამთავრებ ამ თემაზე საუბარს, არავითარი სხვა კომენტარი ბატონ არახამიასთან დაკავშირებით არ მაქვს. მაპატიეთ სიტყვა ბატონისთვის“ - განაცხადა სარჯველაძემ.
აგრეთვე, დაგაინტერესებთ:
🔴 სააკაშვილს 14 დაავადება აქვს, აქედან 7 დაავადებას საქართველოში ვერ მკურნალობენ - შალვა ხაჭაპურიძე
🔴 კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირზე დუჟი მოადგა - ირაკლი კობახიძე „მთავარის“ ჟურნალისტზე