მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ უნდა გაიაროს საზღვარმა დავით გარეჯში? - ანდრია ჯაღმაიძის ფოტო განმარტება

დავით გარეჯი

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯის ტერიტორიის ფოტოს ასაჯაროებს, სადაც მისივე მტკიცებით ლურჯად მონიშნულია საზღვარი რომლითაც კომისიას უნდა ეხელმძღვანელა.

ანდრია ჯაღმაიძე გამოქვეყნებულ ფოტოზე მწვანედ მონიშნულ მონაკევეთზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ეს 1400 მეტრის სიგრძის მონაკვეთია, სადაც პრინციპული შეთანხმებაა, რომ ხაზი გაივლის ქედზე ოღონდ დასაზუსტებელია კოორდინატები.

„წითლად აღნიშნულია, კომისიის ფარგლებში შეთანხმებული, სასაზღვრო ზოლი, სადაც კოორდინატების სიზუსტემდე განსაზღვრულია ხაზი.

მწვანე კი 1400 მ. სიგრძის მონაკვეთია, სადაც პრინციპული შეთანხმებაა, რომ ხაზი გაივლის ქედზე, ოღონდ დასაზუსტებელია კოორდინატები, - "საზღვრის ამ უბანზე საზღვრის ხაზი შეუთანხმებელია. მხარეებს არ გააჩნიათ აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკური საზღვარი გადის ქედზე" - წერია შესაბამის ოქმში.

ნახაზზე წითელი ოთხკუთხედით მონიშნულია უდაბნოს მონასტრის კელიების დაახლოვებითი მდებარეობა.

ლურჯად აღნიშნულია, სად გადის საზღვარი K-38 რუკის მიხედვით, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა კომისიას“-წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.

👉 ინფორმაციისთვის, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ედებათ აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებაში.

👉 საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

👉 28 იანვარს, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. სასამართლომ მეცნიერებს 20-20 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.

იხილეთ აგრეთვე:

✔️ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჩვენი გაჩუმების რამდენიმე კომპონენტი ჩაირთო

✔️მეუფე იაკობი: თუ სახელმწიფო არ მოაგვარებს, დავით გარეჯის საკითხს ჩვენ გავარკვევთ

✔️„რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს?“ - საპატრიარქო დავით გარეჯის საქმეზე