პოლიტიკა

„როგორც ჩანს, პუტინი საკუთარ ხაფანგში გაება“ - მიხეილ სააკაშვილი

ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი
1642693959
დაკოპირებულია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-უკრაინას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებას ეხმაურება. 

მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საღი აზრი კიდევ დარჩა, იგი უკრაინაზე თავდასხმას ვერ გაბედავს. 

„ის, რაც ახლა რუსეთის მხრიდან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ხდება, ჯერჯერობით დასავლეთისა და თავად უკრაინის რეაქციაზე დაკვირვებაა. უახლოეს კვირებში პუტინის მიერ სრულმასშტაბიან თავდასხმის დაწყებას არ ველოდები. თუ დასავლეთი გააგრძელებს სწორ რეაგირებას, ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ სრულმასშტაბიანი ომის საფრთხე, თუ, რა თქმა უნდა, პუტინს ჯერ კიდევ დარჩა საღი აზრი. თუ ის ამას მაინც გააკეთებს, მაშინ ეს რუსეთის დაშლისა და პუტინის რეჟიმის დასასრულის საწინდარი იქნება.

პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია - ახლა პანიკაში ჩავარდნა საჭირო არ არის. უკრაინას ახლა უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. როგორც ჩანს, პუტინი საკუთარ ხაფანგში გაება“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს.

იხილეთ აგრეთვე:

👉 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

👉 თუ პუტინის ამომრჩეველი სახლებში კუბოებს მიიღებს, მოსახლეობა ამას არ აპატიებს - ვლადიმერ გოზმანი

👉„თითქოს მზად არ ვართ, თუმცა მარტოც არ ვართ, მსოფლიო მხარს გვიჭერს“ - ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს