მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს ისე უნდა უზრუნველვყოთ მისი ჯანმრთელობის პირობები - ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე  ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის  უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას არ გამორიცხავს. მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს ისე, როგორც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტსა და ქვეყანა შეეფერება. 

„ჩემი პოზიცია ამ საკითხზე არ ეხება შეწყალებას, ამაზე ვთქვი, რაც მქონდა სათქმელი. მე მიმაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის ყველაფერი იყოს გაკეთებული, რაც საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ჯანმრთელობის ის პირობები, რაც ეკადრება ყოფილ პრეზიდენტს, რაც ეკადრება ქვეყანას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად ადეკვატურია სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნა საზღვარგარეთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ამას ვერ შევაფასებ. თავისთავად სანამ ეს არ არის დადასტურებული, ვერ ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს ის სამედიცინო პოტენციალი, რომელიც ამას უზრუნველყოფს. თუ ვინმე ამას დაადასტურებს, უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება,  მაგრამ ჩემთვის დღეს ასეთი მდგომარეობა და მოცემულობა არ არსებობს“, - დასძენს საქართველოს პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 აუცილებელია 24 საათიანი მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება - ვილი პაჭკორია

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

🔴 „ექიმის დონემდეც ვერ მივედი, ჯერ ველაპარაკები კარისკაცებს“ - ნიკოლოზ ყიფშიძე

🔴 სასწრაფოდ დაუშვან „ემპათიას“ ექსპერტები სააკაშვილთან - მარიამ ჯიშკარიანი