პოლიტიკა

„როგორც კი ბიძინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, ცვლილებები დაიწყება“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოტიკურ საკითხებში
1656948291
დაკოპირებულია

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანამ მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება, ქვეყანა ასეთ უბედურებაში იქნება. 

გია ხუხაშვილი 3 ივლისს გამართულ აქციას დემოკრატიულ აქტს უწოდებს, თუმცა დასძენს, რომ პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება სამოქალაქო მოძრაობის საქმე არ არის. 

ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ  ქართველ ხალხს გადატრიალებას არა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერები, არამედ ხელისუფლება უწყობს. 

„ეს აქცია იყო დემოკრატიის აქტი, სადაც გამოჩნდა, რომ ხალხი ითხოვს ევროკავშირში გაწევრიანებას. საზოგადოება ითხოვს იმას, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს იმ დღის წესრიგს, რაც  სჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას ან თუ არ დაუბრუნდება, წავიდეს სახლში და მოვიდეს იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც ამ კონსტიტუციურ ვალდებულებას შეასრულებს. 

რეალურად დღეს გადატრიალებას ხელისუფლება აწყობს, კონსტიტუციურ მოთხოვნას არ ასრულებს. თუ ხელისუფლება გადის ამ მანდატიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ის აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას არღვევს ყველა უზენაეს კანონს. 

სამოქალაქო მოძრობის საქმე არ არის პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება. თუ მაინც აყენებ პოლიტიკურ მოთხოვნას, იცი რომ ეს პოლიტიკური მოთხოვნა არ შესრულდება, ამ შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯებიც უნდა ჰქონდეს კარგად გააზრებული. სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი ამოცანა ღირსეულად შეასრულა, ხალხის ნების დემონსტრირება მოახდინა. 

ბიძინა ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას, სანამ მას ექნება მანევრი ყველაფერი აკეთოს, მას რაც უნდა და თვითონ პასუხი არაფერზე არ აგოს, ამ უბედურებაში ვიქნებით. „ცეცხლი უნდა დაიწვას“, მის ფეხქვეშ იძულებული უნდა გახდეს გამოვიდეს. უნდა მოითხოვო ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ისტორიამ მას დააკისრა პასუხისმგებლობა. არა არსებობს ღარიბაშვილი, კობახიძე, პარლამენტი, მთავრობა, ერთი კაცი არსებობს ამ ქვეყანაში და ის ერთი კაცია ყველაფერზე პასუხისმგებელი. 

ნუ იმალები, აზრი არ აქვს დამალვას, შენ აგებ პასუხს ისტორიის და ჩვენი შვილების წინაშე, გამოდი, დაჯექი, კეთილი ინებე, აიღე პასუხისმგებლობა, დააბრუნე ეს ქვეყანა ნორმალურ გზაზე და მერე სადაც გინდა იქ წადი“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

ექსპერტი აცხადებს, რომ „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებს  ბიძინა ივანიშვილთან საუბრის ეშინიათ. 

მისი თქმით, თუ ივანიშვილი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, ქვეყანაში ცვლილებები დაიწყება. 

„იცოდეთ პოლიტიკოსებო, რასაც არ უნდა შეგპირდეთ კობახიძე, ბიძინა მაინც გადაგაგდებთ. ბიძინა ვერ გადაგაგდებთ ერთადერთ შემთხვევაში, თუ მას მანევრი „განტევების ვაცის“გადაგდების აღარ ექნება. ის პერსონალურად უნდა გახდეს პასუხისმგებელი. მიშვებული ჰყავს ეს ბავშვები, ჰგონიათ ყოველდღიურად მართავს? 

საზოგადოებას, ვინც ორგანიზატორი იყო გუშინდელი აქციის, აქვთ ირაციონალური შიში, ივანიშვილთან დაჯდომა ვერ წარმოუდგენიათ და ურჩევნიათ კობახიძე-სამხარაძეზე ილაპარაკონ. რატომ? იმიტომ რომ ქვეცნობიერად აღიარებენ მის უპირეტესობას, თუ აღიარებთ უპირატესობას, გაჩერდით მაშინ, რა გინდათ პოლიტიკაში! ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, შეიძლება მასთან ჩხუბიც და კამათიც, გეუბნებით, ნუ გაქვთ კომპლექსი. ის ყველგან არის, მაგრამ არსად არ ჩანს. ყველაფერს ის აკონტროლებს, მაგრამ არსად არ არის. 

სანამ გადაწყვეტილების მიმღებს არ აქვს პასუხისმგებლობა მიმდინარე პროცესზე, სანამ მას შეუძლია ხელი შეახოცოს ხან ერთს, ხან მეორეს, მანამდე ამ უბედურებაში ვიქნებით. უნდა შემოვიდეს თამაშში. პოლიტიკურმა ელიტამ უნდა თქვას, რომ კობახიძე არის „ფეიკი“ და მოდი, ბიძინა, გველაპარაკე. როგორც კი ბიძინა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდება, აი, იქიდან დაიწყება ცვლილებები.

უნდა შეიქმნას ამ 12 პუნქტიანი ვალდებულების შესრულების ჯგუფი და ამ ჯგუფის სპიკერი უნდა გახდეს პირადად ბიძინა და ყველა პარტიის ლიდერი უნდა იჯდეს ამ ჯგუფში. ბიძინა უნდა იყოს ამ  ყველაფრის მოდერატორი, მას ამის უნარები აქვს. მას აქვს ნიჭი, შეურიგებელი ხალხი დასვას და მართოს პროცესი.

სანამ მისი პასუხისმგებლობა იქნება ნულთან გათანაბრებული, შეთანხმება არ შედგება. ოპოზიციას უნდა წარმოადგენდეს ყველა საპარლამენტო პარტიის ლიდერი და პლუს სამოქალაქო საზოგადოების ის ლიდერები, რომელსაც აქვს ნდობა ევროსტრუქტურებში.

დასავლეთმა უნდა აიძულოს ბიძინა გამოჩნდეს. დასავლეთმა უნდა უთხრას, ვიცით, შენ მართავ ქვეყანას, კეთილი ინებე, დაჯექი და ილაპარაკე, რათა კრიზისი გადაილახოს. ასეთ სიყალბეში და მარაზმში ვართ. აი, ამაზე რომ ხელს აწერს ოპოზიცია, რისი იმედი აქვს?! რატომ არ მიდიან იმ გზით, რომელიც შედეგის მომტანია!“ - აღნიშნავს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „კომისიებს კომუნისტები ქმნიდნენ, როდესაც საკითხის მიჩუმათება სჭირდებოდათ“ - მამუკა ხაზარაძე

✔️ იმედია, ოპოზიცია არ აპირებს, შეყვეს ხელისუფლების უაზრო თამაშს - სალომე სამადაშვილი

✔️ „საკმაოდ კომპლექსური რეკომენდაციებია, საქმე უნდა გააკეთოს მთავრობამ“ - ჩეხეთის ელჩი რეკომენდაციების შესრულებაზე

✔️ „ახლა იმის დრო არ არის, რომ პარლამენტმა ორ თვიანი შვებულება გამოაცხადოს“ - თინა ხიდაშელი

✔️ „რა ჯგუფიც არ უნდა შეიქმნას, იქ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი“ - გია ხუხაშვილი