მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როგორც ვიცი, რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორია დაინტერესებული ანაკლიის პროექტით“ - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური საპორტო ოპერატორია დაინტერესებული და მომავალ წელს, მთავრობა ტენდერის გამოცხადებას გეგმავს.

კელი დეგნანის განაცხადებით, აშშ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია.

მისი თქმით, ანაკლია დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკაში, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა.

„აშშ წლებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მტკიცე მხარდამჭერია,  რადგან ვფიქრობთ, რომ ის შეიძლება იყოს  მნიშვნელოვანი კონტრიბუცია საქართველოს შავი ზღვისკენ ორიენტაციისთვის. ახალა ყველა ვხედავთ, ანაკლიის პორტი შარშან რომ დასრულებულიყო, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, ეს იქნებოდა უდიდესი წვლილი საქართველოსთვის, რადგან საქართველო ავითარებს თავის როლს ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვაში.

 ეს არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა საქართველოს განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ უკვე გარკვეული დროა, მოუწოდებდა აშშ ანაკლიის პორტის განვითარებისკენ.

რამდენიმე გლობალური კვალიფიცირებული  პორტების ოპერატორი კომპანიები არსებობს, რომელმაც დაინტერესება გამოთქვა ანაკლიის პორტით და მთავრობა მომავალი წლის დასაწყისში ტენდერის გამოცხადებას აპირებს.

ანაკლიის პორტი დიდი წვლილს შეიტანს  საქართველოს ეკონომიკაში, ასევე, შექმნის სამუშაო ადგილებს ამ რეგიონში და მის მიღმა. 

ჩვენ ვრჩებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების დიდ მხარდამჭერად რომელიც უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს“, - აცხადებს კელი დეგნანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

✔️ კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

✔️ „მორიგ კლოუნადას ვაწყდებით“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

✔️ 🎥 „საქართველოს 5 წელიწადში გავხდიდი ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“ - მამუკა ხაზარაძე

✔️ ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს, ადამიანი არის არაადეკვატურობა - ირაკლი ზარქუა