მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რომ შემეძლოს, აუცილებლად შევუერთდებოდი ინტელექტუალებისა და უბრალოდ პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან“ - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების საპროტესტო აქციას სოციალური ქსელით ეხმაურება. 

როგორც ის აღნიშნავს, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, სიამოვნებით შეუერთდებოდა ინტელექტუალების პროტესტს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის წინააღმდეგ. 

„რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან. რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი. ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.

მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესი მიმდინარეობს, რის ოფიციალურ მიზეზად დასაქმებულთა კომპეტენციის ნაკლებობა სახელდება. 

თავად სპეციალისტები კი, არა ერთი თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას მათ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელოვნებათმცოდნეების გათავისუფლება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის გადაწყვეტილია.