პოლიტიკა

როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?!

მინისტრი ტრიბუნასთან
1631907789
დაკოპირებულია

„როცა ჩვენი მოსახლეობის 80% სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი?! არეულობით იმუქრებიან?! ჩვენს ქვეყანაში ვინც არეულობას გაბედავს, კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად „ნაციონალურ მოძრაობას“ არა 27%, არამედ 5-6-7% უჭერს მხარს, დანარჩენი კი გაღიზიანებული ამომრჩეველია, რომელიც საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს.

„მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ვიცი, შესწავლილიც მაქვს, ამომრჩევლის 27%-ში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველია, რა კატეგორიაა. ვფიქრობ, რომ მანდედან 5-6-7% იქნებიან „მიშისტები“, სექტად რომ არის ჩამოყალიბებული, დანარჩენი არის გაღიზიანებული, საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობა, რომლებიც სხვათა შორის საჯაროდ პროტესტს არ გამოხატავს. მე შეგახსენებთ ძალიან მარტივ მაგალითს, საზოგადოებას შევახსენებ ფაქტებს. როცა კრიზისის პიკი იყო, როცა ითხოვდნენ ჩემს გადადგომას, ივლისის დროს და უამრავი აქცია რომ დააანონსეს, მაქსიმუმ 4000 კაცი შეკრიბეს.

პარტია, რომელსაც 4000 კაცის გამოყვანის მეტი თავი არ აქვს, რაზეა საუბარი და მეორეც, კითხვას შევუბრუნებ ნებისმიერს, 27% თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს და მე გითხარით, რომ ასე არ არის, იქ რეალურად სხვანაირად განწყობილი მოსახლეობაა და სამუშაოა მათთანაც, ისინი რეალურად შეცდომილები არიან, მე ასე მჯერა, ჩემი ღრმა რწმენით ასეა, 75%-80% უშუალოდ სააკაშვილის მოწინააღმდეგეა. მაშინ მეორე კითხვას დაგისვამთ, ჩვენი მოსახლეობის 80%, ანუ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეა, რა პრობლემაზეა საერთოდ საუბარი და მე არ მესმის, ვინ იმუქრება საერთოდ?! არეულობით იმუქრებიან?! ვინც გაბედავს არეულობას ჩვენს ქვეყანაში და რაიმე მცდელობა ექნება, სახელმწიფო, რა თქმა უნდა კანონით მინიჭებული ძალით და უფლებით, ყველას და ყველაფერს გასცემს საკადრის პასუხს. ეს არის გაზვიადებული, რომ სააკაშვილის დაკავებას ვითომ რაღაც არეულობა მოჰყვება. არაფერი არ მოხდება საერთოდ. მოვკიდებთ ხელს და შევაბრძანებთ ციხეში ძალიან მარტივად. ვინც შეეწინააღმდეგება, ისინიც შევლენ ციხეში. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ექსრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მორიგი განცხადება გააკეთა. 
1638702397
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართება, სადაც ძირითადი განსახილველი თემა უკრაინა იქნება, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638693267
ვულკანი ინდონეზიაში

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზა...

ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდებ...
თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.  
ფიბა-ს დირექტორი: თბილისში მშენებარე დარბაზის მდგომარეობით შეშფოთებული...
საქართველოში FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრები იმყოფებიან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამ რანგის ვიზიტს პირველად მასპინძლობს. 
„განსხვავებული ფორმატის და შინაარსის იქნება“ - ნიკა მელია აქციებს აანო...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მომდევნო კვირიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა შინაარსის აქციებს აანონსებს.