მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„როცა რაღაცას შენატრი, მაშინ იმისგან განსხვავებულად ხომ არ უნდა იქცეოდე და ხალხს ქუჩაში სიარულით ხომ არ უნდა ღლიდე?!“ - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია 3 ივლისის აქციას გამოეხმაურა და აქციაზე გაჟღერებულ უკრაინასთან და სერბეთთან გავლებულ პარალელზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ საუბრობ მაიდანზე, მაშინ შესაბამისადაც უნდა იქცეოდა და ორგანიზატორების მისამართით აღნიშნა, რომ „ხალხს სიარულით არ უნდა ღლიდე“.

„თუ აჟღერებ, შესაბამისადაც უნდა იქცეოდე, ზუსტად ისე უნდა იქცეოდე, როგორც უკრაინელი პატრიოტები იქცეოდნენ მაიდანის დროს, - მასე ხომ არ იქცევიან. შესაბამისად, რა გაამეორებს, ანუ შენ იქცევი სხვანაირად, შენ იმავეს არ აკეთებ, როცა ამბობ, რომ რაღაცას შენატრი, რომ თურმე ეს გინდა, მაშინ იმისგან რადიკალურად განსხვავებულად ხომ არ უნდა იქცეოდე და ხალხს ქუჩაში სიარულით ხომ არ უნდა ღლიდე?! თუ მიზანი გაქვს საპროტესტო მუხტის დაგდების და ხალხის დაშლის, ასეთი რაღაცები უნდა აკეთო და წარმატებით აკეთებდნენ, ჩემი აზრით“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, 3 ივლისს პარლამენტის წინ სამოქალაქო მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტთან ღამე გაათია, ნაწილმა კი დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რაც გუშინ აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს, ეს იყო შეურაცხყოფა ადამიანების მიმართ, როგორც ცხვრებს, ისე მოეპყრნენ“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი